შესრულებული პროექტები

შოთა რუსთაველი – აფორიზმები

2023 – შოთა რუსთაველის აფორიზმები პირველი გამოცემაა, რომელშიც წარმოდგენილია ოცდაცამეტი რჩეული აფორიზმი „ვეფხისტყაოსნიდან” ათ სხვადასხვა ენაზე (ქართული, არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ბერძნული, ებრაული, ინდური, უკრაინული). წიგნში თავმოყრილი აფორიზმების თარგანების ნაწილი სპეციალურად ამ გამოცემისთვის შესრულდა და დამუშავდა მთარგმნელ-რედაქტორთა მიერ, ნაწილი კი – უკვე არსებული თარგმანებითაა წარმოდგენილი.

წიგნი გამორჩეულია უნიკალური მხატვრული კონცეფციითა და მაღალი პოლიგრაფიული შესრულებით, რისი დადასტურებაცაა ცნობილი ხელოვანების მიერ საგანგებოდ ამ გამოცემისთვის შექმნილი დიზაინი, კალიგრაფია და ფოტოხელოვნების ნიმუშები.

შოთა რუსთაველის რჩეული აფორიზმების მრავალენოვანი კრებული მნიშვნელოვანია როგორც მისი საკოლექციო ღირებულებით, ისე მთარგმნელობითი საქმიანობის განვითარებისა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოპულარიზაციის თვალსაზრისით.

  • პროექტის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორი – ია ხურციძე
  • პროექტის თანაავტორები – მარინა ბაბუნაშვილი, თამარ ჩიქოვანი
  • დიზაინი – მანანა არაბული
  • კალიგრაფია – ირაკლი კიკნაძე
  • ფოტოგრაფი – არჩილ მაისურაძე