შესრულებული პროექტები

რუსთაველი XXI საუკუნე

2009 – „ვეფხისტყაოსნის“ მეასე ქართული მინიატურული გამოცემა.შეიქმნა ექსკლუზიურად თიბისი ბანკისათვის. 600 ცალი სასაჩუქრე ეგზემპლიარი უნიკალურია, ვინაიდან ყოველი წიგნის გარეკანი აბრეშუმით არის გადაკრული და დასურათებულია სხვადასხვა ნახატით,რომელიც არ მეორდება.გამოცემაში გამოყენებულია პროექტ „ჩვენ და ვეფხისტყაოსანი“-ს ტექსტი. ილუსტრაციები შესრულებულია „ვეფხისტყაოსნის“ XVI – XVII საუკუნეების ხელნაწერთა დასურათების მოტივებზე ქეთი მატაბელის მიერ. გამომცემლობა „სეზანი“.