ხელოვნების განვითარების ფონდი IMT დაარსდა 2006 წელს.
დამფუძნებლები: ია ხურციძე, მარინა ბაბუნაშვილი, თამარ ჩიქოვანი.
ფონდი ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში: მართავს კონცერტებს, გამოფენებს , მზრუნველობს ეროვნული საგანძურის აღდგენა - რესტავრაციაზე, ეწევა საგამომცემლო საქმიანობას, პროდიუსერინგს და სხვა.
ეს გუნდი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ისინი არიან საზოგადოება ”კლასიკას“ (1995), საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის (1997) დამფუძნებლები.
მათ საფუძველი ჩაუყარეს - საქართველოს მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსს (1995), პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსს (1997), კონსერვატორიის დიდი დარბაზის მუსიკალურ ფესტივალს “საახალწლო შეხვედრები”. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზის აღდგენა - რეკონსტრუქციაში და 1996 – 2005 წ.წ. მიყავდათ დარბაზის მენეჯმენტი.