2006 წელი – ანდრია ბალანჩივაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე. კომპოზიტორის შემოქმედების რეტროსპექტივა:
სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, საფორტეპიანო მუსიკის კონცერტები საქართველოში და საზღვარგარეთ.
კომპოზიტორის ბოლო ქმნილების – „ქართული მელოდიების“ პირველი სანოტო გამოცემა.
ბუკლეტები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
კომპაქტდისკი – საქართველოს რადიოს „ოქროს ფონდში“ დაცული ავტორისეული შესრულებით.
გამოჩენილი ქართველი პიანისტის – ა. კორსანტიას დებიუტი მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში (ა.ბალანჩივაძის და დ.შოსტაკოვიჩის საიუბილეო კონცერტის ფარგლებში).