შესრულებული პროექტები

ანდრია ბალანჩივაძე – 100 წელი

ანდრია ბალანჩივაძე – 100 წელი

2006 წელი – ანდრია ბალანჩივაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე.          კომპოზიტორის შემოქმედების რეტროსპექტივა:

  • სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, საფორტეპიანო მუსიკის  კონცერტები საქართველოში და საზღვარგარეთ.
  • კომპოზიტორის ბოლო ქმნილების – „ქართული მელოდიების“ პირველი სანოტო გამოცემა.
  • ბუკლეტები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
  • კომპაქტდისკი – საქართველოს რადიოს „ოქროს ფონდში“ დაცული ავტორისეული შესრულებით.
  • გამოჩენილი ქართველი პიანისტის ა. კორსანტიას დებიუტი მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში (ა.ბალანჩივაძის და დ.შოსტაკოვიჩის საიუბილეო კონცერტის ფარგლებში).
  • მხატვარ ანტონ ბალანჩივაძის პერსონალური გამოფენა.