ფონდის ისტორია

ხელოვნების განვითარების ფონდი IMT დაარსდა 2006 წელს.

დამფუძნებლები: ია ხურციძე,  მარინა ბაბუნაშვილი,  თამარ ჩიქოვანი.
ფონდი ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში: მართავს კონცერტებს, გამოფენებს , მზრუნველობს ეროვნული საგანძურის  აღდგენა - რესტავრაციაზე, ეწევა საგამომცემლო საქმიანობას, პროდიუსერინგს და სხვა.
ეს გუნდი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ისინი არიან საზოგადოება ”კლასიკას“ (1995), საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის (1997) დამფუძნებლები.
მათ საფუძველი ჩაუყარეს  - საქართველოს მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსს (1995), პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსს (1997), კონსერვატორიის დიდი დარბაზის მუსიკალურ ფესტივალს “საახალწლო შეხვედრები”. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზის აღდგენა - რეკონსტრუქციაში და 1996 – 2005 წ.წ.  მიყავდათ დარბაზის მენეჯმენტი.