2014 – „ვეფხისტყაოსნის“ პირველი გამოცემა საქართველოში ებრაულ ენაზე, ბორის გაპონოვის ცნობილი თარგმანის მიხედვით. გამოცემა მიეძღვნა ქართველთა და ებრაელთა 26 საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო თარიღს.
ებრაული ტექსტის ციფრული ვერსია და გახმოვანება შეიქმნა გამომცემლობა „Hakibbutz Hameuchad Publishers Ltd. Sifriat Poalim”-ის მიერ (ისრაელი).
მხატვარი – ქეთი მატაბელი. ილუსტრაციები, რომლებიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ე.წ. „წერეთლისეულ“ „ვეფხისტყაოსნის“ ნუსხას, მამუკა თავაქარაშვილის მინიატურებსა და XII – XVIII საუკუნეების სხვა უნიკალურ მასალას ეფუძნება, შესრულებულია კოლაჟის ტექნიკით. პირველი ათი წიგნი დანომრილია და მათი ყდები წარმოადგენს მხატვრის ხელნაკეთ ფოლიანტებს.
დიზაინი – სოფიო კინწურაშვილი; ბოლოთქმა – ზურაბ კიკნაძე.